საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ექვსით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 828–ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი, იმპორტირებული შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა, კიდევ ერთი კი მედპერსონალის წარმომადგენელია. დანარჩენი ოთხი შემთხვევის ინფიცირების წყაროს კვლევა ამ მომენტში მიმდინარეობს. 

ეზუგბაიას მიერ მოწოდებული მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად მკურნალობს 41 პაციენტი. ორი მათგანი გუშინ გაეწერა, ორი კი შემოემატა. ერთ-ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვს.  

STOPCOV.GE–ზე განახლებული მონაცემების თანახმად, ოთხით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 694-ს შეადგენს.

ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 121 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 828
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 694
  • მათ შორის გარდაცვლილი - 13
  • კარანტინის რეჟიმში - 3230
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი