ქვეყანა უმძიმესი მეექვსე ტალღის მოლოდინშია. ეპიდვითარება რთულდება, ინფიცირებულთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. სპეციალისტები ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას მომავალი კვირიდან ელოდებიან, როცა სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება.
რამდენი მასწავლებელია აცრილი ან რა კეთდება სკოლებში ვირუსის პრევენციისთვის, უცნობია. ეს მოცემულობა კი ეპიდემიოლოგებისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის, რადგან ფიქრობენ რომ მოზარდებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება.