სასტიკი მკვლელობა კახეთში. ლაგოდეხში 35 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. გამოძიების პირველადი ვერსიით დანაშაულის მოტივი ეჭვიანობაა.
საზარელი მკვლელობის დეტალებზე მოკლული ქალის ოჯახს საუბარი უჭირს. ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში სასტიკი არგარიშსწორება 35 წლის ნონა ჭაბაშვილის მკვლელობით დასრულდა, ქალი ყოფილმა ქმარმა, გიორგი ბარბაქაძემ მოკლა.
სამი შვილის დედის გარდაცვალების მიზეზად თავდაპირველად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც პოლიციამ ქალის სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინა საქმეზე ყოფილი მეუღლე დააკავა. გავრცელებული ვერსიით მამაკაცმა ქალი ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გაზქურის ონკანები გახსნა და ბუნებრივი აირის გაჟონვის ინსცენირება მოაწყო.
ვერსია ქალის ბუნებვრივი აირით გარდაცვალების შესახებ, ექსპერტიზამ მომხდარიდან რამდენიმე საათში გამორიცხა, რადგან მოკლულს სხეუულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ქმრის მიერ მოკლული ნონა ჭაბაშვილი საკუთარმა ძმამ სწორედ იმ ბინაში ნახა, სადაც სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა.
მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა, მამაკაცი ხშირად იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რის გამოც წყვილი 2 წლის წინ დაშორდა და ნონა ჭაბაშვილი საცხოვრებლად ქირით, შვილებთან ერთდა გადავიდა.
ავტორები: ია გულიაშვილი, ჟანკა აკოფაშვილი