რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი | ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა

გამოქვეყნდა:

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რატომ არ ღირს, რომ ადამიანებს ომიკრონი დაემართოს: 

და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი:

- მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის

- დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე

- შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი

- შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება

- შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის

- თუ შენ ეხლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდი, მოლნუპირავირი, სოტროვიბამი...), რომლებიც ჯერ ჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში

- შანსი, რომ ომიკრონის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს დიდია

ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლი თუ სამუშაო სივრცე ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)!!!, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი