ერთ წიგნში გაპარული შეცდომები, ვერანაირად გადააფასებს იმ შრომას, რაც ლიტერატურისთვის მუზეუმმა და ლაშა ბაქრაძემ გასწიეს - კეკელიძე

გამოქვეყნდა:

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს დღევანდელ განცხადებას ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე ეხმაურება და ლაშა ბაქრაძის დამსახურებებს აღნიშნავს:

"ერთ წიგნში გაპარული შეცდომები, ვერანაირად გადააფასებს იმ შრომას, რაც ლიტერატურისთვის მუზეუმმა და ლაშა ბაქრაძემ გასწიეს. თეა თვალავაძე საერთოდაც საკუთარი სფეროს სუპერპროფესიონალია, სანთლით საძებარი თუ ვინმეზე ითქმის, ის არის." წერს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე

ხელოვნების მუზეუმის შედგე კულტურის მინისტრის ახალი სამიზნე სავარაუდოდ, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელია - მიზეზი კი ელენე ბაქრაძის წიგნში დაშვებული შეცდომაა, რადგან წიგნში დაბეჭდილი ანა კალანდაძის ორი ლექსი ელენე ბაქრაძის კუთვნილებად გამოცხადდა. 

სწორედ ეს გახდება სავარაუდოდ საბაბი ლაშა ბაქრაძის გათავისუფლების. ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმების მხარდამჭერებმა უკვე შეიმუშავეს პეტიცია, მინისტრ წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი