პეტიცია: გაათავისუფლეთ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობიდან 

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობას: გაათავისუფლეთ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობიდან - მოქალაქეები კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ და სოციალურ ქსელში პეტიცია შექმნეს. პეტიციის ავტორი სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა

განცხადებაში ნათქვამია, რომ დროა, საქართველოს კულტურის სისტემა გათავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან. 

პეტიციაში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც მინისტრი წულუკიანი დგამს:

  • კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;
  •  საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;
  •  პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;
  •  ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპეტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი