Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მომდევნო ტალღები შეზღუდვების დაწესებას აღარ გამოიწვევს

გამოქვეყნდა:

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ამჟამინდელი ტალღა  იქნება უკანასკნელი, რომელიც შეზღუდვების დაწესებას გამოიწვევს, თუმცა, ალბერტ ბურლას თქმით, სავარაუდოდ, კორონავირუსი მომდევნო წლებშიც დარჩება.

ბურლას თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთება ადამიანებს მომავალშიც დასჭირდებათ, ხოლო სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება 4 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტის, Paxlovid-ის გამოყენებამ დეკემბერში, რისკ ჯგუფის ადამიანების ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება 90%-ით შეამცირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი