
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყება წერს, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ 619 095,72 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) ჯამში, 61 909,572 ლარი შეეფარდათ.
საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყირგიზეთის მოქალაქეების კ.გ.-ს, მ.ი-სა და ა.შ.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 200 400 აშშ დოლარი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 619 095,72 ლარი შეადგინა. - წერია განცხადებაში.