ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება.
კერძოდ, უწყების ცნობით, ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.
კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.
კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:
მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:
"საკარანტინო და საიზოლაციო ვადების ცვლილება ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციები. საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია Covid-19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან, რადგან ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში",-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.