7 521 ახალი შემთხვევა და 31 გარდაცვლილი - 18 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 31 ადამიანი, 3 160 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 56 367 კვლევა, აქედან 38 892 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 17 475 PCR-ით. 17 იანვარს აიცრა 9 290 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 13,34%-ია, ბოლო 14 დღის - 10%-ია, 7 დღის - 10,26%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 006 864 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 934 667 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 512 კი გარდაიცვალა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი