სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით პარალიზებულია - სოც. აგენტების გაფიცვა გრძელდება

გამოქვეყნდა:

სოციალური აგენტების პროტესტის დღე მეორე - ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ წუთებში, სოციალური სააგენტოს თანამშრომლების კიდევ ერთი აქცია იმართება.

პროტესტის ამ ფორმას, სოციალურმა აგენტებმა მას შემდეგ მიმართეს, არც მათი მოთხოვნა, ხელფასების 100%-ით გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ, სამინისტრომ არ დააკმაყოფილა და თანამშრომლებს ანაზღაურების მხოლოდ 60%-იანი მატება შესთავაზა.

თბილისში მყოფ სოციალურ აგენტებს უერთდებიან კოლეგები რეგიონებიდანაც, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოები, დედაქალაქის შემდეგ, უკვე რეგიონებშიც შეფერხებით მუშაობს.

ორი დღეა, გაფიცული თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

სამინისტრო კი თვლის, რომ მათი ანაზღაურება ადეკვატურია და ხელფასის მხოლოდ მიზერულ მატებას სთავაზობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი