არ ​გავთამამდეთ და არ ვთქვათ, რომ "ომიკრონს", როგორც სურდოს ისე გადავიტანთ - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ. იცით რაც ხდება, 3 მილიონზე მეტია ყოველდღიურად მსოფლიოში შემთხვევა. ყველა პიკზე, რომელიც გვქონია მანამდე, იქნებოდა ვუჰანი, ალფა, ბეტა თუ დელტა შტამი, 800-900 ათასს ახალი შემთხვევების რაოდენობა არ გადასცილებია. დღეს უკვე ერთი თვეა, მივეჩვიეთ მილიონ ნახევარს, ორ მილიონს, სამ მილიონს ყოველდღიურ ახალ შემთხვევებს, ანუ გაზრდილია 5-ჯერ და მეტჯერ რაოდენობა. შესაბამისად, გაიზრდება ჩვენთანაც.

მოგეხსენებათ ეს ორი მძლავრი თეორია, რაც დღეს ცირკულირებს მსოფლიოში, რომ "ომიკრონი" შეიძლება გახდეს ამ პანდემიის დასრულების დასაწყისი და მისი ენდემურ ინფექციად გადაქცევის, ან მეორე, რომელსაც ჯერჯერობით უჭერენ მხარს, რომ ვიყოთ ფრთხილად, არ უნდა მოვდუნდეთ. თუ ივლისის თვისთვის მოსახლეობის 75% არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია, ისევ ახალი შტამი წარმოიშვას. ახალი შტამის გაჩენის ალბათობა გახლავთ სწორედ არაიმუნურ ფენაში. [...] ხაზს ვუსვამ, არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტანთ. „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას. ამიტომ სჯობს, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი