გელათში, დარღვევებით ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფინანსური იძიებს - "საია" პროკურატურის ჩართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ საქმეს იძიებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ფინანსური დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვს და არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება - ნათქვამია "საიას" განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაცია გელათის სამონასტრო კომლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.

საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, რომ სისხლის სამართლის საქმე კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით,  გამოსაძიებლად დაექვემდებაროს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს;

გამოძიების მიმდინარეობისას, კვალიფიკაციის ნაწილში დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა);

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა მიმდინარე შედეგების შესახებ.

"საიას" განცხადება

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი