მიხეილ სააკაშვილი არის დაზარალებული და ამ სტატუსის მინიჭებას გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა - მშვენიერაძე

გამოქვეყნდა:

სტატუსი არის გამოხატვა იმ მდგომარეობის, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება - მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსი მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს მისცემს უფლებას, სრულად გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. 

მშვენიერაძე იმედს იტოვებს, რომ "პროკურატურას არ ეშინია, უფლებადამცველებს ჰქონდეთ ინფორმაციაზე სრული წვდომა" 

"რაც შეეხება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს, ნაწილი საზოგადოებამ იცის, მაგრამ ჩვენ, როგორც ადვოკატებს, ეს ინფორმაცია გაცილებით მეტი გვაქვს და თითოეულ დეტალზე საზოგადოების ინფორმირებას მედიით ვერ ვახდენთ, მაგრამ ეს ინფორმაცია იცის რა პროკურატურამ და სახელმწიფო ინსპექტორმა, აუცილებელია, მას მიენიჭოს სტატუსი.

სტატუსი არის გამოხატვა იმ მდგომარეობის, რომელშიც ის იმყოფება. ამ საქმეზე ის არის არა რიგითი მოწმე, არამედ ის არის დაზარალებული და ამ სტატუსის მინიჭებას გააჩნია ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა.

ცხადია, სტატუსის მინიჭება ჩვენ მოგვცემს სამართლებრივ ბერკეტებსაც და იმედია, პროკურატურას არ ეშინია, რომ ჩვენ წვდომა გვქონდეს ინფორმაციაზე სრულად. დაზარალებულის სტატუსის მინიჭება წარმოუშობს უფლებას, მიხეილ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს, სრულად გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს",-  განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურაში შესაბამისი მოთხოვნა ცოტა ხნის წინ შეიტანეს

ამავე თემაზე:

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ | საგანგებო განცხადება პროკურატურასთან 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი