მსოფლიო ჩემპიონის შვილს თარაშ კანდელაკს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პოროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება საქმეს გორის რაიონულ სასამართლოს დღესვე გადაუგზავნის და აღკვეთის ღონოსძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს. ის ამ დრომდე გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით გამეტებით ურტყამდა რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის იყო გიორგი კანდელაკის შვილი, მოკრივე თარაშ კანდელაკი.
ნაცემი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ექიმების შეფასებით, უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება.