ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს | დაკავებულია 3 პირი

გამოქვეყნდა:

ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს. ცნობილი ხდება, რომ ჩხუბი სიტყვიერი დაპირისპირებით მაღაზიაში დაიწყო - სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველი რიგში იდგა, რა დროსაც სამი პირი სალარომდე ურიგოდ მისვლას ცდილობდა, მან შენიშვნა მისცა და სწორედ ამის შემდეგ, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. 

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად განზარახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი