აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდი ჯარში გაიწვიეს | სახელმწიფოს გულგრილობა და ტყუილზე აგებული სასამართლო პროცესი

გამოქვეყნდა:

სახელისუფლებო სისტემისა და ჩინოვნიკების არაადამიანური დამოკიდებულების გამაოგნებელი მაგალითი. 

"მთავარი არხის" ცნობილმა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და პირველივე წუთიდან გაახმაურა შოკისმომგვრელი ისტორია.

საქმე ეხება მის 18 წლის ვაჟს, რომელიც თურმე ჯარში გაიწვიეს და შემდეგ გამოუცხადებლობის მიზეზით სასამართლოშიც კი უჩივლეს.

​ეს ყველაფერი სტანდარტულ და შესაძლოა, კანონიერ პროცესადაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ სახელისუფლებო სისტემის, ჩინოვნიკური და პირველ რიგში ადამიანური დამოკიდებულების ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ჩინოვნიკებმა სავარაუდოდ უბრალოდ გააყალბეს დოკუმენტები და მთელი ამ დროის განმავლობაში არავის არსად, არც ერთ საბუთში არ ამოუკითხავს და არც დაინტერესებულა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი