"გრცხვენოდეთ, მაგრამ ეს ამბავი ასე არ დამთავრდება! ჩვენ არ გავჩერდებით!" - ამის შესახებ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილი აფხაზეთიდან, ანგელინა კვარაცხელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.
ამბობს, რომ დღეს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელმა დავით ფაცაციამ ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ გარდაცვლილი დევნილის სამძიმარზე არ ყოფილა და მისვლას არც სამომავლოდ აპირებს:
"თქვა, რომ არა, მე ადრე ვიყავი. ახლა უბედურება დატრიალდა. მიხვალთ სამძიმარზეო? არა და არც მივალ. რატომ, რომ შეეკითხა ჟურნალისტი, უთხრა, რომ იქ არიან ჯგუფი ნაციონალური მოძრაობის. ბატონო დავით, თქვენ გვითხარით ერთი ადამიანი და ის ჯგუფი ვინც იყო იქ. ჩვენ არ დაგიშლიდით თქვენ რომ მოსულიყავით იქ და სამძიმარი გეთქვათ ოჯახისთვის... ასევე პრემიერმინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს - გრცხვენოდეთ, მაგრამ ეს ამბავი ასე არ დამთავრდება... არ გავჩერდებით" - ამბობს კვარაცხელია.