8 728 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი - 19 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 8 545 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 63 605 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 33 350 ტესტით, ხოლო 30 255  PCR-ით. 18 იანვარს აიცრა 9 334 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი  13,72%-ია, ბოლო 14 დღის -  10,44%-ია, 7 დღის -  10,93%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 015 592 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 943 212 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  14 555 კი გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი