ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე Facebook-ზე ეხმაურება ელენე ბაქრაძე-დარიანის წიგნის დასაბეჭდად ფულის შეგროვებას, რომლის გარშემოც საზოგადოება გაერთიანდა და რამდენიმე საათში, საჭიროზე მეტი თანხა შეაგროვა
"გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ვინ თქვა რომ ჩვენი საზოგადოება არასოლიდარულია?
გუშინ დავწერე: „(ელენე დარიანის) წიგნს ახლიდან აუცილებლად დავბეჭდავთ - საზოგადოების იმ ნაწილის ხელშეწყობით, ვისაც უყვარს და აინტერესებს ქართული ლიტერატურა და კულტურა.“
გუშინ საღამოს 9 საათისთვის საინციატივო ჯგუფმა წიგნის დასაბეჭდად საჭირო თანხის შეგროვება დაიწყო.
არნახულ ტემპებში, არანახული ხალისით, მხოლოდ სამ საათში შეგროვდა საჭიროზე მეტი თანხა.
ყველას უდიდესი მადლობა, ყველას ვინც თუნდაც 1 ლარი გადმორიცხა საერთო საქმისთვის.
დიდი, დიდი მადლობა ამ ერთად დგომისთვისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენისთვის, დიდი სიყვარულითვის, რადგან სიყვარულის გარეშე არაფერი კარგი არ გამოდის.
წუთის-სოფელი ესეა:
ღამე დღეს უთენებია,
რაც მტრობას დაუქცევია –
სიყვარულს უშენებია." წერს ლაშა ბაქრაძე
ელენე ბაქრაძის წიგნში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრომ განცხადება 17 იანვარს გაავრცელა და ლიტერატურის მუზეუმს ამით ერთგვარი გაფრთხილება მისცა.
განმარტება იმავე დღეს გააკეთა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემაც.