ბათუმში, სამ ავტომანქანას საბურავები დაუჭრეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში ე.წ გოროდოკის დასახლებაში სამ ავტომანქანას საბურავები დაუჭრეს. ადგილობრივების განმარტებით შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ერთ ერთი მეპატრონე მომხდარს პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. ლელა ჩხაიძის თქმით, იგი ოპოზიციის, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეა, ერთი წლის წინ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნითაც გაათავისუფლეს, დღეს კი მანქანა დაუზიანეს.

სხვა მანქანების მეპატრონეები კი ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი