რურუას საქმე – ადვოკატები მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით ისევ მიმართავენ

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით ადვოკატები მოსამართლეს დღეს ისევ მიმართავენ.

საქალაქო სასამართლოში რურუას საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის ვიდეომტკიცებულებას განიხილავენ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა, ისინი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ. როგორც ბრალდებელმა განმარტა, ისინი სხდომაზე ვერ მოიყვანეს. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის ყველა მოწმის დაკითხვა უკვე დასრულებულია.

ვიდეომტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ კი რურუას ადვოკატები აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, აქამდე სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება იმიტომ არ შეუცვალა, რომ მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხეს ხედავდა. ამ დროისთვის კი ბრალდების ყველა მოწმე გამოკითხულია და იგი იმედოვნებს, რომ მოსამართლე შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

გიორგი რურუას პატიმრობას პროკურატურა ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ თითქოსდა ის მოახდენდა ზეწოლას მოწმეებზე, შესაბამისად, როდესაც ამოიწურება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა სასამართლოში, ჩვენ ვაპირებთ, რომ სასამართლოს მივმართოთ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონიძიების შეცვლის შუამდგომლობით, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი