"რიყის დოქები" ისევ იყიდება | რატომ ვერ ხერხდება შენობისთვის ფუნქციის მოძებნა

გამოქვეყნდა:

"რიყის დოქები" ისევ იყიდება. მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობად აღიარებული შენობა, დიდი ფასდაკლებისა და მეხუთე მცდელობის მიუხედავად არ გაიყიდა. 

2012 წელს აშენებული საკონცერტო და საგამოფენო დარბაზს, რომელზეც 75 მილიონი დაიხარჯა, უკვე 10 წელია ბოქლომი ადევს და უფუნქციოა. 

კვების ობიექტი "ენდორფინი" ეკონომიკის სამინისტროს წერილით მიმართავს და სთხოვს, შენობა სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადასცეს, თვითონ კი, სივრცეში ქართული ტრადიციული კვების კუთხეების მოწყობას აპირებს. 

შენობით დაინტერესებულია ერთ-ერთი ღვინის კომპანიის მფლობელიც, რომლის ინიციატივაც შენობაში ღვინის მუზეუმის მოწყობაა.

ავტორი: ნინიკო გიგაური
 
იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი