6 351 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი - 20 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 27 ადამიანი, 3 043 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 38 306 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 18 896 ტესტით, ხოლო 19 410  PCR-ით. 19 იანვარს აიცრა 2 656 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 16,58%-ია, ბოლო 14 დღის -  10,9%-ია, 7 დღის -  11,73%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 021 943 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 946 255 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 582 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი