"გასაუბრებაზე მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს, თუ რატომ მოაწერა ხელი პეტიციას" - ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი ადამიანი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

"დღეს ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი ადამიანი გაათავისუფლეს. მაკო მაჭავარიანი, რომელსაც გასაუბრებაზე მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს, თუ რატომ მოაწერა ხელი პეტიციას." - ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქით ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ავრცელებს.

შეგახსენებთ, ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლებს მასობრივად ათავისუფლებენ. ისინი წულუკიანის რეპრესიებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მინისტრი განსხვავებული მოსაზრებების გამო სჯით.

ბოლოს მუზეუმიდან თანამშრომლები 14 იანვარს გაუშვეს. მათ შორის არიან ნანა ბურჭულაძე და ნინო ხუნდაძე. 

შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით - ამ მოთხოვნით პეტიცია 1 დეკემბერს შეიქმნა და ადრესატი საქართველოს პარლამენტი იყო.

პეტიციის ავტორები წერდნენ, რომ კულტურის სამინისტროსა და მუზეუმთა გაერთიანების არათანმიმდევრული, უკანონო მოქმედებების შედეგად, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა და იქ დაცული კოლექციები საფრთხეშია!

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი