რაგბის კავშირში საკადრო წმენდას ადასტურებენ, თუმცა არა წულუკიანის მოთხოვნით

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირი უარყოფს ინფორმაციას, რომ რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები მინისტრ წულუკიანის მოთხოვნით დაიწყო და საკადრო წმენდის მიზეზად "ორგანიზაციის ოპტიმიზაციას" ასახელებს. 

მათი მტკიცებით, კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ. 

"...რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ" - ნათქვამია განცხადებაში

ცნობისთვის, რაგბის კავშირისთვის საამაყო ერთ-ერთი მაღალი მიღწევების დეპარტამენტი სრულიად გაუქმდა, თუმცა გაუქმების მიზეზებზე თანამშრომლებს ახსნა-განმარტება არ მიუღიათ. გათავისუფლდა არაერთი მწვრთნელი და ვეტერანი მორაგბე, რომელთაც ქართული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

გათავისუფლებულ თანამშრომლებს უთხრეს, რომ დიდი შემცირება კულტურის მინისტრმა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ ფედერაციას კუთვნილ დაფინანსებას არ ჩაურიცხავდა.

საკადრო წმენდა შეეხოთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც რაგბის კავშირში ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ და ირაკლი აბუსერიძეს უჭერდნენ მხარს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი