სუიციდი თბილისის ზღვაზე - "ოცნების" ხელისუფლების კიდევ ერთი წაგებული საქმე სტრასბურგში

გამოქვეყნდა:

სისტემური დანაშული დადასტურებულია - "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი დავა წააგო.

საქმე ეხება თბილისის ზღვაზე მომხდარ თვითმკვლელობას, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა სუიციდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცველებმა აიძულეს მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა.

ევროპული სასამართლო მამუკა მიქაუტაძის საქმეზე საკუთარ განაჩენში კანონდარღვევებსა და ხელისუფლების სისტემურ პრობლემებზე საუბრობს.

ეს არ არის პირველი მსგავსი ბრალდება ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით და საინტერესოა, რომ ყველა მსგავსი საჩივარი მთავრობის დღევანდელი მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის ან შს მინისტრის პოსტებზე ყოფნის პერიოდებს ემთხვევა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი