გურჯაანის მერს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს - თავისივე გავრცელებული ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი მშობლების ბავშვებს მიიღებდნენ, ზურაბ უტიაშვილმა დღის ბოლოს უარყო და საგანგებო ბრიფინგი გამართა
უტიაშვილის განცხადებით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, რამდენიმე ვერსიაზე მსჯელობდნენ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ 24 იანვრიდან მუნიციპალიტეტის 37- ვე ბაღში სწავლა საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განახლდება.
მანამდე კი გურჯაანის მერი ამბობდა, რომ ბაღებში მხოლოდ ის ბავშვები ივლიდნენ, რომელთა ოჯახის წევრებიც ორჯერადად იქნებოდნენ აცრილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, უტიაშვილს საკოორდინაციო შტაბიდან დაურეკეს. როგორც ის ირწმუნებოდა, მოლაპარაკება დაავადებათა კონტროლის ცენტრთანაც აწარმოა და თანხმობა მიიღო.
ავტორი: ია გულიაშვილი