
საქართველოს მესამე პეზიდენტი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში მოტყუებით და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები კი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ნახეს.
საქმე ეხება იმ ვიდეომასალას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს არ გაუვრცელებია და რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეში დევს. ადვოკატები კადრების სრულ ვერსიას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაეცნენ.
ამ კადრებზე დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტი. სიმართლე რომ გითხრათ, ემოციურად ძალიან მძიმე სანახავია ეს კადრები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი დაახლოებით რა შეიძლება ყოფილიყო, მაინც რთული აღმოჩნდა ამ ვიდეომასალის ნახვა. კადრებზე იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვინც უშუალოდ ადგილზე მონაწილეობდა აი ამ არაადამიანური მოპყრობის ფაქტში, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.