11 039 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი - 22 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 5 199 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 63 875 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 38 686 ტესტით, ხოლო 25 189  PCR-ით. 21 იანვარს აიცრა 7 193 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 17,28%-ია, ბოლო 14 დღის -  11,98%-ია, 7 დღის -  14,32%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 041 749 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 956 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 673 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი