დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.
NCDC მოქალაქეებს ვაქცინაციისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს:
"18 იანვარი - ქვეყანაში დადასტურდა შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი - 7 521
19 იანვარი ქვეყანაში დადასტურდა შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი - 8 767
22 იანვარი ქვეყანაში დადასტურდა შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი -11 039
ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის! ამ ციფრების უკან ჩვენი საყვარელი ადამიანები დგანან! ჩვენ ერთად შეგვიძლია პანდემიის შეჩერება და ამ ბრძოლაში ყველაზე მთავარი იარაღი, ვაქცინაციაა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირების მაჩვენებელი დღითიდღე გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება საფრთხეებიც. საფრთხე იმისა, რომ ისევ გადაიტვირთება ჯანდაცვის სისტემა, რაც ისევ გაზრდის ლეტალობის მაჩვენებელს. ჩვენი საყვარელი ადამიანები და ჩვენი ქვეყანა ისევ საფრთხეში იქნება!
ვაქცინაცია ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია! აიცერი, გაიკეთე ბუსტერი, ატარე პირბადე, დაიცავი ფიზიკური დისტანცია დ არ დაგავიწყდეს ხელის ჰიგიენა! ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ COVID-19!",-ნათქვამია განცხადებაში.