9 696 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - 23 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი, 5 408 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 47 803 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 38 686 ტესტით, ხოლო 25 189  PCR-ით. 22 იანვარს აიცრა 4 685 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 20,28%-ია, ბოლო 14 დღის -  12,56%-ია, 7 დღის -  15,66%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 051 445 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 962 035 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 701 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი