კვიპროსში 2 ქართველს სცემეს - დაზარალებულებს მრავლობითი სისხლჩაქცევები აქვთ

გამოქვეყნდა:

მედიის ინფორმაციით, კვიპროსის ქალაქ პაფოსში მცხოვრები 2 ქართველი სცემეს. მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, მიყენებული დაზიანებებით, ქართველები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდათ. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კი დაზარალებულები კლინიკიდან გაწერეს.

ნაცემები არიან 36 და 47 წლის მამაკაცები რომლებმაც პოლიციას მიმართეს. მათი საჩივრის მიხედვით, უცნობმა პირებმა პაფოსის სანაპიროზე, უმიზეზოდ სცემეს. 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი