"საბოტაჟი და უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება" | პროკურატურა დღევანდელ ჩხრეკებზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

პროკურატურა სამოქალაქო აქტივისტებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უწყების ცნობით, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის - საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

დღევანდელი ჩხრეკები ვატო შაქარაშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

"საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს," - წერია განცხადებაში. 

 

ამავე თემაზე:

"როცა გავძახე, მითხრეს, მეზობელი ვარო. მერე გავხედე და 4 კაცი ვნახე - აინტერესებდათ ტელეფონი. დედაჩემის და ჩემი ძმის საერთო ლეპტოპიც წაიღეს" | პროკურატურამ მარიამ ბაჯელიძის სახლი დატოვა

პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში მივიდნენ

"ახლა აღმოვაჩინე რომ სახლში შემოსულია სუსიც. პროკურატურის გარდა" | ნანუკა ჟორჟოლიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი