"თუ არ მოვჭერთ რაღაც ხე ისე სტადიონს როგორ ავაშენებთ" - თელავის მერი ყოფილ სამხედრო ქალაქში ხეების გაჩეხვაზე

გამოქვეყნდა:

თელვაში, ყოფილ სამხედრო ქალაქში ხეებს ჩეხენ - ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია "პარამეტრი" მუშაობს, რომელმაც ტერიტორიაზე მინი სტადიონი უნდა ააშენოს. ხეების გაჩეხვის ნებართვა თელავის მერიამ გასცა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

მერი ლევან ანდრიაშვილი ამბობს, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება იყო მოსახლეობის მიმართ, თუმცა არსებობს თუ არა დასკვნა ხეების ვარგისიანობასთან დაკავშირებით, ის ვერ აკონკრეტებს. 

"ეგ ადგილი სადაც თქვენ ამბობთ, რომ ხეები მოიჭრა და რაღაც გაჩანაგება ხდება, არ არის მასე, ეგ არის მუნიციპალური საკუთრება, შესაბამისად, მუნიციპალიტეტს უფლება აქვს მის საკუთრებაზე არსებულ ტერიტორიაზე მოჭრას ხე. არ იჭრება დიდი ხეები, მსხვილი ხეები, რაც არის გალავანთან დიდი ნეკერჩხლის ხეები [...] თუ არ მოვჭერით რაღაც ხე და თუ ნარგავი არ გადავიტანეთ ისე სტადიონს როგორ ავაშენებთ", - თქვა მერმა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორიაზე ძველი საბავშვო ბაღის შენობა დგას, რომელიც ავარაიულია მინი სტადიონის აშენება კი მისი დანგრევის ხარჯზეც შესაძლებელი იყო.

ადგილზე ხეების გაჩეხვის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, პროექტში 160 000 ლარი დაიხარჯება.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი