კიდევ 31 გარდაცვლილი და 7 947 ახალი შემთხვევა - 24 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის  7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

გარდა ამისა, ლაბორატორიულად დადასტურდა "ომიკრონის" 1 532 შემთხვევა.

stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 059 392 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული -  967 585 
  • მათ შორის გარდაცვლილი - 14 732
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 22,65%, ბოლო 14 დღის - 13,08%, ბოლო 7 დღის - 16,61%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა - 1 352, იმერეთი - 857, ქვემო ქართლი - 282, შიდა ქართლი - 266, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი - 98, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი