თარაშ კანდელაკი პატიმრობაში რჩება - ადვოკატები გასაჩივრებას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

თარაშ კანდელაკი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორი აღნიშნულ მოთხოვნას ბრალდებულის შესაძლო მიმალვითა და მოწმეებზე ზემოქმედებით ხსნის.

დაცვის მხარემ კი კანდელაკის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 20 ათას ლარიანი გირაო და გარკვეული შეზღუდვების დაწესება შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო. ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და გასაჩივრებას გეგმავენ.

თარაშ კანდელაკს 18 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი