დავა 11 წლის მოზარდისთვის - ხვალ სასამართლო გადაწყვეტს ვინ იქნება ბავშვის მეურვე. მოზარდს დედა 2015 წელს გარდაეცვალა და მას შემდეგ მას და მის უმცროს ძმას ბებია, დედის დედა ზრდის.
სამი წლის წინ კი მის მეურვეობაზე სურვილი მამამ გამოთქვა და ბავშვების გადაყვანა თავის სახლში მოითხოვა, რისი წინააღმდეგიც ბებიაა. ის და მისი ადვოკატი ამბობენ რომ მამას ბავშვი მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდა, რაც ის წარმატებული მუსიკოსი გახდა.