რა შემთხვევაში არ შეეხებათ კარანტინი ინფიცირებულების კონტაქტებს | NCDC-ის რეკომენდაციები

გამოქვეყნდა:

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტები ვართ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს.

შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან, დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9−12 კალენდარული დღის განმავლობაში თუ:

  •  არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი;
  •  მე-2 დოზის მიღებიდან არ არის  გასული 14 დღე;
  •  მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
  •  კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი.

 თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ:

  • გაკეთებული გაქვთ ბუსტერი; 
  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე; 
  • კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე. 

აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტისშეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში მათ შორის დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი