გიორგი ჯოჯიშვილი, თვითმხილველი და ნაცემი მოზარდი შშმ პირის მეგობარი, რომელმაც მეტრო ისანში მძიმე კადრები გადაიღო, მომხდარის დეტალებს "მთავარ არხთან" საუბრისას კიდევ ერთხელ იხსენებს:
ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა ჩემი მეგობარი და მაგან გამოიწვია პოლიციელში აგრესია, რის შედეგადაც ხელით, წიხლით, ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რომ ვუთხარი, არ შეუძლია ლაპარაკი, გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა ალაპარაკება თქვენც ნახეთ" ამბობს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, დაკავებულია და ცნობილია ორივე სამართალდამცველის ვინაობა. ისინი თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ნუგზარ ბაქრაძე და კახაბერ ბაკაშვილი არიან.