შეიარაღებული თავდასხმა ძმებ ფეიქრიშვილებზე - „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების აფეთქებას თბილისში, მათსავე ავტომობილში გეგმავდნენ.
თუმცა, ვინ არის სისხლიანი ანგარიშსწორების დამკვეთი, უცნობია. „მთავარმა არხმა“ დღეს ექსკლუზიურად გადაიღო ძმები ფეიქრიშვილები, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურში საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისთვის დაიბარეს.
ფეიქრიშვილების ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს. ის არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი აფეთქება იგეგმებოდა.
საქმის ირგვლივ დამატებითი დეტალები კი ხვალ გახდება ცნობილი.