შშმ მოზარდი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს. დაზარალებულს ექსპერტიზა უტარდება.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ იძალადა, მძიმეა მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. სამართალდამრღვევი სამართალდამცველები უკვე დააკავეს. ბრალდებულები არიან ნუგზარ იგივე ნუკრი ბაქრაძე და კახაბერ ბაკაშვილი. ნუგზარ ბაქრაძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, კახაბერ ბაკაშვილს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
მსხვერპლი და მისი ოჯახი დუმილს არღვევს. "მთავარ არხთან" ისინი ყვებიან, როგორ დაიწყეს ანგარიშსწორება სამართალდამცველებმა.