კოვიდგადატანილი განსხვავებული შემთხვევებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება - NCDC-ის განმარტება

გამოქვეყნდა:

​კოვიდგადატანილი პირებისთვის ე.წ. მწვანე პასპორტის მინიჭებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამატებით განმარტებებს აკეთებს.

NCDC წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრის 11 იანვრის N01-9/ო ბრძანებით დარეგულირებულია იმ პირებისათვის კოვიდ-გადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე რიგი მიზეზების გამო არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი.

აღნიშნული პირები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და "მწვანე ბარათით" ისარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ:

  • აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;
  • COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;
  • იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში;

"​ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას",-ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი