"ყველა პოლიციელი კარგია და ერთი ცუდია, ესე აღარ არის. სისტემა არის დამპალი" - ნატა ფერაძე ხელწერილით გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

"ყველა პოლიციელი კარგია და ერთი ცუდია, ესე აღარ არის. სისტემა არის დამპალი" - ნატა ფერაძე შსს-მ ხელწერილით გაათავისუფლა. ფერაძემ უნდობლობის გამო, პოლიციის შეკითხვებს არ უპასუხა

სამოქალაქო აქტივისტი ორთაჭალაში მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქტივისტებს სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე, რომელმაც აქციაზე დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. ძალადობაში ის სწორედ სამართალდამცველებს ადანაშაულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი