არ ვიცი რამდენმა პოლიციელმა ჩამავლო ხელი და გამომათრიეს, ზოგს მუცელში გვირტყეს, ზოგს თავი არტყმევინეს - აქტივისტი

გამოქვეყნდა:

არ ვიცი რამდენმა პოლიციელმა ჩამავლო ხელი და გამომათრიეს[..]  მოძალადეები არიან, აქაც სახე გამოავლინეს, ზოგს მუცელში გვირტყეს, ზოგს ხელები გადაუგრიხეს, ზოგს თავი არტყმევინეს[..]  მოძალადე სისტემა, მოძალადე პოლიციელები, მონები ყველა ერთად - ამბობს,  სამოქალაქო აქტივისტი და შსს-სთან მიმდინარე აქციის მონაწილე შუშანა მაცაბერიძე, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მაცაბერიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ეს ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ, თითქოს არიან უფლებადამცველები, სინამდვილეში არიან პირიქით,​შელახავენ ყველა ადამიანის უფლებას, დღეს გაღიზიანდნენ სტიკერებზე[..] ვახსენებთ ლაშქარავას, თემურ სტურუას, ლუკა სირაძეს ადამიანები, რომელიც მოკლა სისტემამ და არ დასჯილან ის პოლიცილები სათანადოდ. ეს აღიზიანებთ, არა "მილიცია სტიკერზე", მაგრამ ვინმეს რომ კლავენ, ცემენ,თავიანთი მუნდირის დამცველები ეგ არ აღიზიანებთ[..] ​დღეს აქაც ვნახეთ, რომ ძალადობენ ეს ადამიანები. მოძალადეები არიან, აქაც სახე გამოავლინეს. ზოგს მუცელში გვირტყეს, ზოგს ხელები გადაუგრიხეს, ზოგს თავი არტყმევინეს" - ამბობს  შუშანა მაცაბერიძე

შეგახსნებთ, რომ შსს-სთან აქციაზე, ნატა ფერაძე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტმა ადგილზე სტიკერების გაკვრა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

პოლიციელების მხრიდან ძალადობა შშმ მოზარდზე და ზოგადად, სისტემური ძალადობა თბილისში დრეს 2 ადგილას - გომელაურის უწყებასთან ორთაჭალაში და "ქართული ოცნების" ოფისთან გააპროტესტეს.

აქცია გაიმართა ბათუმშიც, ერას მოედანზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი