
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) სამართალდარღვევად ცნობილი მაუწყებლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო 7 საქმე განიხილა და 5 მაუწყებელი სამართალდარღვევად მიიჩნია.
მათ შორის, კომისიამ "მთავარი არხის" წინააღმდეგ, 2 საქმეში ფულადი სანქცია გამოიყენა, პირველ შემთხვევაში 2 500 ლარი, მეორედ კი 111 903 ლარის ოდენობით.
GDI-მ შეისწავლა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების გამო მაუწყებელთა სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები; საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს აშკარა და განჭვრეტადი ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში განთავსების აკრძალვაზე;
ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ იძლევა შესაძლებლობას წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა შეფასდეს რეკლამა პოლიტიკურად/წინასაარჩევნოდ;
მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო სამ წელში 7 საქმე განიხილა და 5 მაუწყებელი ცნო სამართალდამრღვევად, ფულადი სანქცია კომისიამ 2 საქმეში - მთავარი არხის წინააღმდეგ გამოიყენა.
წარმოგიდგენთ ინფორმაციას სამართალდამრღვევად ცნობილი მაუწყებლების შესახებ და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკას, რომელიც კომისიის წლიურ ანგარიშებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა ეყრდნობა, - წერს ორგანიზაცია