ძალადობა შშმ პირზე | მოძალადე პოლიციელების აღკვეთზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

პოლიციელის ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ფსიქიკური მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 17 წლის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა;

ძალადობის საქმეზე, დაკავებულია 2 პოლიციელი - ნუგზარ ბაქრაძეს ბრალი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, კახა ბაკაშვილს კი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით წარუდგინეს.

ნაცემი მოზარდის ოჯახი და მეგობრები, დღეს ამ საზარელი ისტორიის დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მეტროში მომხდარი ძალადობა ერთეული შემთხვევა არ არის, თუმცა საზოგადოებამ ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ გადაღებული კადრებისა და დამოუკიდებელი მედიის საშუალებით გაიგო.

პოლიციის სისტემურ დანაშაულზე პასუხიმგებელი მინისტრი კი ამ დრომდე დუმს; ვახტანგ გომელაურს, 17 წლის მოზარდის ცემის ფაქტზე, დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. მედიასთან და გამოძიებლებთან, დღეს, ნაცემი ბიჭის ოჯახის წევრები და მეგობრები ალაპარაკდნენ. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც 17 წლის მოზარდის ესკალატორის მოაჯირზე ჯდომის გამო, სასტიკად გაუსწორდნენ, ცნობილი ხვალ გახდება, როცა ნუგზარ ბაქრაძეს და კახა ბაკაშვილს, აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი