"არა მილიციას! სისტემა მწამებელია!" | ძალადობის წინააღმდეგ პროტესტს პოლიციამ ისევ ძალადობით უპასუხა

გამოქვეყნდა:

"არა მილიციას! სისტემა მწამებელია!" - ამ ლოზუნგებით გამართული საპროტესტო აქცია დღეს აქციის მონაწილეების დაკავებითა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

სამართალდამცველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მისულ დემონსტრანტებს სტიკერების გაკვრის უფლება არ მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სტიკერის გაკვრის გამო, პოლიციამ დღეს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. 

აქტივისტები პოლიციის მიერ ნაცემი მოზარდის საქმეზე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასა და მოძალადე სისტემის დასრულებას მოითხოვდნენ. აქციები გომელაურის უწყებასთან და მმართველი პარტიის ოფისთთან, დღეს ერთდროულად გაიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი