
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტი უკვე ყოველ მეოთხე ადამიანზე დადებით პასუხს აჩვენებს. ბოლო მონაცემებით, სომხეთში ინფიცირების 14 669 შემთხვევაა, აქედან 245 გარდაიცვალა.
ლეტალური შემთხვევების ზრდის ტენდენციაზე საუბრობენ აზერბაიჯანში, სადაც ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 8 ათასზე მეტია, 108 პაციენტი კი გარდაიცვალა.