გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსასიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა პოლიციის ზედამხედველობით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი